ჩრდილოეთ კორეას უკრაინაში 100 ათასამდე სამხედროს გაგზავნა შეუძლია – Bloomberg

ჩრდილოეთ კორეას უკრაინაში 100 ათასამდე სამხედროს გაგზავნა შეუძლია, თუ ფხენიანის და მოსკოვის სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდება და გამყარდება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები

სააგენტოს წყაროს ცნობით, ეს რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ამდენი ჩრდილოკორეელი სამხედრო უკრაინაში ერთდროულად იქნება განთავსებული, არამედ მათი სრული შემადგენლობას როტაციის გათვალისწინებით.

სამხრეთ კორეაში უკრაინის ელჩის, დიმიტრი პონომარენკოს ცნობით, რუსეთის კურკის ოლქში ამჟამად ჩრდილოეთ კორეის 15 ათასამდე სამხედრო იმყოფება და მათი როტაცია რამდენიმე თვეში ერთხელ მოხდება.

რამდენიმე დღის წინ რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეს. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ერთ-ერთ მხარეზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მეორემ მას სამხედრო და სხვა სახის დახმარება უნდა აღმოუჩინოს.