კრემლში აცხადებენ, რომ ერდოღანის „სამშვიდობო გეგმა“ ომის დასრულებასთან დაკავშირებით მათთვის მიუღებელია

კრემლი გამოეხმაურა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას, მხარეების ამჟამინდელ პოზიციებზე.

პესკოვმა განაცხადა, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა მათთვის მიუღებელია.

„საბრძოლო ხაზის გასწვრივ ომის გაყინვის ვარიანტი რუსული მხარისთვის მიუღებელია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კითხვაზე, განიხილეს თუ არა რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა ბოლო კონტაქტის დროს ერდოღანის გეგმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაყინვის შესახებ? პესკოვმა უპასუხა: „ეს არ ყოფილა განხილვის საგანი“.