უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების რუსეთში გამოყენების ნებართვის გამო აკრიტიკებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ვაშინგტონს უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების რუსეთში გამოყენების ნებართვის გამო აკრიტიკებს.

პიტერ სიიარტო

„ომის მომხრე მეინსტრიმმა ვაშინგტონსა და ბრიუსელში ახალი რეალობის წინააღმდეგ საბოლოო და სასოწარკვეთილი შეტევა დაიწყო.“- წერს, სოციალურ ქსელში სიიარტო.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებში მშვიდობის მომხრე კანდიდატის დონალდ ტრამპის გამარჯვებისა და ევროპაში პატრიოტული ძალების წინსვლისას მსოფლიოში ახალი რეალობა შეიქმნა, რომელიც ადამიანის ნებას ეფუძნება.

ამ ფონზე სიიარტო წერს, რომ, ომის მომხრე ძალები უკრაინაში ომის გლობალურ მასშტაბამდე გაფართოებას არ ერიდებიან.