ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა.

დიდი ოცეულის სამიტი

როგორც უცხოური მედია იტყობინება, სამიტი ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულამ გახსნა.

მან თქვა, რომ „ცვალებადი კლიმატის დამანგრეველი შედეგები მთელ მსოფლიოში ჩანს“.

ბრაზილიის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს გლობალური დათბობისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად ქმედებისკენ მოუწოდა.

„შიმშილი და სიღარიბე არ არის ბუნებრივი მოვლენების შედეგი… ისინი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროდუქტია“, – თქვა ლულამ.

აღნიშნულ სამიტში რუსეთის ფედერაციაც იღებს მონაწილეობას. წლევანდელ სამიტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ესწრება.