დონალდ ტრამპი: სანამ პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ, ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გვჭირდება მშვიდობა

არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ჯო ბაიდენის მმართველობისას, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

ტრამპმა ბირთვული შეიარაღების მქონე ძალების კონფლიქტი „ბირთვულ არმაგედონს“ შეადარა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულება და მშვიდობის დამყარება.

„გლობალური კონფლიქტი ბირთვულ ძალებს შორის, ნიშნავს სიკვდილს და განადგურებას ისეთი მასშტაბით, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ეს იქნებოდა ბირთვული არმაგედონი. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ კოშმარის თავიდან აცილება. ჩვენ მას ავირიდებთ, მაგრამ გვჭირდება ახალი ხელმძღვანელობა.

ყოველ დღე, სანამ ეს პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, ჩვენ გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ. აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ის, რომ ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა – სროლები უნდა შეწყდეს. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება მშვიდობა.“ – განაცხადა ტრამპმა.