ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მინიჭებაზე – ეს არის კარგი გადაწყვეტილება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, დაერთო ნება უკრაინისთვის აშშ-ის მიერ წარმოებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს, კარგი გადაწყვეტილებაა, – Politoco-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მინიჭებაზე - ეს არის კარგი გადაწყვეტილება

მისი თქმით, ბაიდენის ახალი ნაბიჯი არის პასუხი რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების გამოყენებით, უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციაზე.

„რუსეთი ერთადერთი ძალაა, რომელმაც მიიღო ესკალაციური გადაწყვეტილება. სწორედ ამან გამოიწვია აშშ-ის გადაწყვეტილება“, – განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში.

შეგახსენებთ, კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გამოყენების ნება დართო.