“კარგად მირტყეს… რატომღაც მე გავეხვიე შარში, პოლიციამ მითხრა, წესს არღვევდითო“ – რას ჰყვება აქციაზე დაკავებული “მთავარი არხის“ ოპერატორი გათავისუფლების შემდეგ

მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა შო­რის არი­ან “მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რი სერ­გი ბა­რა­მი­ძე, ასე­ვე ორი ქალი მო­მი­ტინ­გე, რომ­ლე­ბიც “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევ­რე­ბი არი­ან.
რო­გორც ოპე­რა­ტორ­მა სერ­გი ბა­რა­მი­ძემ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც.
მისი გან­მარ­ტე­ბით, ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

“ვი­ღებ­დით და­კა­ვე­ბუ­ლის კად­რებს და პო­ლი­ცი­ას­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ამ დროს მოხ­და. რა­ტომ­ღაც მე გა­ვეხ­ვიე შარ­ში.[პო­ლი­ცი­ამ] მი­თხრა, წესს არ­ღვევ­დი­თო, ხელს გვიშ­ლი­დი­თო, ანუ სა­ვალ ნა­წილ­ზე იყა­ვით გად­მო­სუ­ლიო. აქ­ტი­ვის­ტი ხომ არ ვარ, მე ვარ ოპე­რა­ტო­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­ღებ­დი და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს ჩემი და­კა­ვე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, არ ვიცი. თვა­ლი მაქვს ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რი მე­ტყო­ბა, მაგ­რამ კარ­გად მირ­ტყეს.

გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­ვე­დით, იქ დიდი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, უბ­რა­ლოდ შე­ა­მოწ­მეს ჩემი ნივ­თე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და სერ­გი ბა­რა­მი­ძემ.