რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად კი, ბრიანსკის რეგიონში, სტრატეგიულ ობიექტებზე ATACMS-ის რაკეტებით საჰაერო იერიშს გამოეხმაურა.
ლავროვის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშები ATACMS-ის რაკეტებით ბრიანსკის რეგიონზე სიგნალია იმისა, რომ დასავლეთს ესკალაცია სურს.
ლავროვს მიაჩნია, რომ ასეთი დარტყმები შეუძლებელი იქნებოდა ამერიკელების მონაწილეობის გარეშე.
„ის, რომ ATACMS [რაკეტები] არაერთხელ იქნა გამოყენებული ბრიანსკის რეგიონში, რა თქმა უნდა, არის სიგნალი იმისა, რომ მათ [დასავლეთში] სურთ ესკალაცია და ამერიკელების დახმარების გარეშე ასეთი დარტყმები შეუძლებელი იქნებოდა“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.
ინფორმაციისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის რეგიონში, სამხედრო სამიზნეებზე დასავლური იარაღით საჰაერო იერიში მიიტანეს.