რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ე.წ. სპეცოპერაციას მეტი დრო დასჭირდა, რადგან ის დაიწყო კიევის რეჟიმის წინააღმდეგ და გრძელდება როგორც კონფლიქტი ნატოს მონაწილეობით.
„ეს ყველაფერი დაიწყო კიევის რეჟიმის წინააღმდეგ. ახლა კი ის გრძელდება როგორც ომი რუსეთსა და ნატოს შორის. ამიტომაც დასჭირდა ცოტა მეტი დრო და ის გაგრძელდება. არა მგონია, რომ შეუძლებელი იყოს პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როდის შეიძლება დასრულდეს {ე.წ. სამხედრო ოპერაცია}. როგორც კი ჩვენს მიზნებს მივაღწევთ, „სამხედრო ოპერაცია“ დასრულდება“, – აცხადებს პესკოვი.