რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვის პასუხი რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დასავლური რაკეტებით თავდასხმაზე შესაბამისი და საგრძნობი იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციოალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვის პასუხი რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დასავლური რაკეტებით თავდასხმაზე შესაბამისი და საგრძნობი იქნება.

მარია ზახაროვა

„კიევის მიერ ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება ნიშნავს აშშ-ისა და მისი სატელიტების უშუალო მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, ასევე კონფლიქტის არსის და ბუნების რადიკალურ ცვლილებას. ამ შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება შესაბამისი და საგრძნობი“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.