აშშ-ის შემდეგ, კიევში საელჩოები იტალიამ, საბერძნეთმა და ესპანეთმაც დახურეს

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით კიევში საელჩო საბერძნეთმაც დახურა. ინფორმაციას უკრაინული მედია საბერძნეთის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევი

საბერძნეთი უკრაინაში მყოფს თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში.

„უსაფრთხოების მიზნით, საბერძნეთის საელჩო დღეს დახურული იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კიევში 20 ნოემბერს საელჩო დროებით დახურეს იტალიამ და ესპანეთმაც, მას შემდეგ რაც, კონკრეტული ინფორმაცია მიიღო ქალაქზე შესაძლო დიდი საჰაერო იერიშის შესახებ.