აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის კომუნიკაციისთვის სპეცხაზი არსებობს, მაგრამ კონტაქტები არც ამ გზითაც ყოფილა – კრემლი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლსა და თეთრ სახლს შორის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ შექმნილი ცხელი ხაზი ახლა არ გამოიყენება.

რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებში „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნას გეგმავდა

პრესმდივანმა განმარტა, რომ არსებობს სპეციალური უსაფრთხო ხაზი აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის კომუნიკაციისთვის, მაგრამ კონტაქტები არც ამ გზით ყოფილა.

„არც ამ ხაზით ყოფილა არანაირი კონტაქტი, თუნდაც სასწრაფო ყოფილიყო“, – აცხადებს დმიტრი პესკოვი.

როგორც რუსული მედია წერს, კრემლის ვებგვერდის მონაცემებით , პუტინის ბოლო სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან 2022 წლის 12 თებერვალს შედგა.

„ბაიდენისა და პუტინის საუბარი 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთავარი თემა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის გარშემო არსებული ვითარება იყო. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს“, – წერს რუსული მედია.