BBC: ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა

თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა – აღნიშნულის შესახებ BBC-ს აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, მედიასაშუალებას უთხრა, რომ კიევს  ნაღმებს მალე გადასცემენ.

„კიევი, ასევე ვალდებულია არ გამოიყენოს ნაღმები მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში“, – აცხადებს წყარო.

„ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც რუსული ჯარების შენელების მცდელობა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილურად წინ მიიწევდნენ უკრაინის აღმოსავლეთში“, – წერს მედიასაშუალება.