ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში ვიზიტისას გაიმეორა შეთავაზება, რომ ფულად ჯილდოს გადასცემს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ისრაელს ტყვეებს გადასცემენ.
მანამდე, ნეთანიაჰუ აცხადებდა, რომ „რამდენიმე მილიონს“ მიიღებდა პირი, რომელიც მძევალს გაათავისუფლებდა. ახლა კი, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ მზადაა, თითოეული მძევლის სანაცვლოდ, 5 მილიონი დოლარი გადაიხადოს.
მისივე თქმით, ომის შემდეგ, „ჰამასს“ ღაზას სექტორში მართვის სადავეები აღარ ექნება.
„ჰამასი“ ვეღარ მართავს ღაზას, ჩვენ შთამბეჭდავი გზით ვანადგურებთ მათ შესაძლებლობებს. „ჰამასი“ აღარ იქნება ღაზაში. ვინც გაბედავს ჩვენი მძევლების ზიანის მიყენებას, პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩვენ არ დავნებდებით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.