პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

პენტაგონი კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიერ განახლებულ ბირთვულ დოქტრინაზე ხელმოწერას გამოეხმაურნენ.

პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება

„არ ვართ გაკვირვებული რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლებით, მაგრამ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა საბრინა სინგსჰმა.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას განახლებული ბირთვული დოქტრინის – ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ.