კონფლიქტის გაყინვის რომელიმე ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ყოველთვის აცხადებს, რომ კონტაქტებისთვის და მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
„კონფლიქტის გაყინვის რომელიმე ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, რომლებიც ყველასთვის კარგად ცნობილია“, – აღნიშნა პესკოვმა.