„თუ აშშ დახმარებას შეგვიმცირებს, ვფიქრობ, დავმარცხდებით“ – ზელენსკი

იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები მხარდაჭერის შემცირებას გადაწყვეტს, უკრაინა დამარცხდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი

მისი განმარტებით, უკრაინას საკუთარი წარმოება აქვს, მაგრამ ეს, გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

„თუ მათი დაფინანსება შეიკვეცა, ვფიქრობ, წავაგებთ… წარმოება გვაქვს, მაგრამ ეს, გასამარჯვებლად არასაკმარისია და ვფიქრობ, რომ გადარჩენისთვის არ არის საკმარისი“, – ამბობს ზელენსკი.

თუმცა, მისივე თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები მაინც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს.

„ვფიქრობ, [ომის] პირველი დღეები ყველაზე რთული პერიოდი იყო. თუმცა, ვფიქრობ, ახლა ყველაფერი ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული. ძალიან სახიფათოა, თუ ერთობას დავკარგავთ ევროპაში და რაც მთავარია, ერთობას დავკარგავთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის“, – ამბობს ზელენსკი.