რუსეთის ძალები უკრაინას დღეს დილიდან რაკეტებით უტევენ

რუსეთის ძალები უკრაინას დღეს დილიდან რაკეტებით უტევენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში, ასევე ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში, სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს” მითითებით, ელექტროენერგია გამოირთო.

ამასთან, რუსები თავს დაესხნენ დნიპროს. ამჟამად ცნობილია, რომ ქალაქში სამრეწველო ქარხანა დაზიანდა და ორი ხანძარი გაჩნდა.

„დღეს დილიდან რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დნიპროში სამრეწველო საწარმო დაზიანდა. ქალაქში ასევე ორი ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.