ზელენსკი: რუსეთი ახლაც ისეთივე გიჟია, როგორიც 24 თებერვალს

რუსეთი ახლაც ისეთივე გიჟია, როგორც 2022 წლის თებერვალში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი

ზელენსკის თქმით, ქვეყანაში შექმნილი ინფორმაციული ქაოსი მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს.

მან, ასევე, მოუწოდა უკრაინელ ხალხს, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის ხმას.

„ჩვენ გიჟი მეზობელი გვყავს. ომის 1 001-ე დღეს რუსეთი ისეთივე გიჟია, როგორიც მე-1000 დღეს და 24 თებერვალს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ინფორმაციული ქაოსი მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს.