ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ტიმოშჩუკი მოღალატედ გამოცხადდა – რა გახდა კლოუნისთვის ამის მიზეზი – გაგაოგნებთ!

პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 34 ადა­მი­ა­ნი მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ცხად­და და ჯილ­დო­ე­ბი ჩა­მო­ერ­თვათ.

ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ტიმოშჩუკი მოღალატედ გამოცხადდა

ამ სი­ა­ში მოხ­ვდა უკ­რა­ი­ნის ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი ანა­ტო­ლი ტი­მოშ­ჩუ­კი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი “ზე­ნი­ტის” მწვრთნე­ლის თა­ნა­შემ­წეა და თა­ნამ­დე­ბო­ბა არც ომის და­წყე­ბის შემ­დეგ არ და­უ­ტო­ვე­ბია.

სი­ა­ში ასე­ვე მოხ­ვდნენ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, “არ­სე­ნა­ლის” ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი: ვა­დიმ რა­ბი­ნო­ვი­ჩი, პრო­კუ­რო­რე­ბი, მხატ­ვრე­ბი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი.

ტი­მოშ­ჩუკს ჩა­მო­ერ­თვა ყვე­ლა ტი­ტუ­ლი, ჯილ­დო, სა­პა­ტიო წო­დე­ბა, სამ­წვრთნე­ლო ლი­ცენ­ზია და სა­მუ­და­მოდ აუკ­რძა­ლეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნის 34 მო­ღა­ლა­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ, – ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბით ზე­ლენ­სკიმ აა­მოქ­მე­და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ.

სია მო­ი­ცავს ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, მათ შო­რის: სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტებს, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, პრო­კუ­რო­რებს, ასე­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რუს პო­ლი­ტი­კურ, რე­ლი­გი­ურ და კულ­ტუ­რის სფე­როს მოღ­ვა­წე­ებს. უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი ყვე­ლა მათ­განს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა.

იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოს გა­რე­შე დარ­ჩნენ არი­ან: უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი და უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­კო­ლა აზა­რო­ვი.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი ჩა­მო­ერ­თვათ რუს მომ­ღერ­ლებს: ნი­კო­ლაი ბას­კოვს, ფი­ლიპ კირ­კო­როვს, ალექ­სან­დრე მა­ლი­ნინს, რუს კომ­პო­ზი­ტორს იგორ კრუ­ტო­ის, ასე­ვე მომ­ღერ­ლებს ანი ლო­რაკ­სა და ტა­ი­სია პო­ვა­ლის.