AP: შვეიცარიამ პოლონურ კომპანიასთან საბრძოლო მასალის ექსპორტი აკრძალა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იარაღი უკრაინაში შვეიცარიის კანონის დარღვევით აღმოჩნდა

შვეიცარიამ აკრძალა საბრძოლო მასალის ექსპორტი პოლონურ კომპანიაში მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს იარაღი უკრაინაში მიდიოდა. Associated Press-ის ცნობით, შვეიცარიის მთავრობამ დაასკვნა, რომ შვეიცარიული წარმოების მცირე კალიბრის საბრძოლო მასალის დაახლოებით 645 000 ტყვია უკრაინაში შვეიცარიის კანონის დარღვევით აღმოჩნდა.

აღნიშნულია, რომ ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის საინფორმაციო გამოცემა Defence One-მა გასული წლის ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ პოლონური კომპანია UMO-სგან SwissP Defense-ის მიერ წარმოებული 645 000 ვაზნა ჯავშანსატანკო ჭურვებით მიიღო.

ამასთან, შეთანხმების თანახმად, პოლონურ კომპანიას უფლება ჰქონდა, საბრძოლო მასალა მხოლოდ პოლონეთში გაეყიდა. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლონურმა კომპანიამ „ვერ შეასრულა შვეიცარიული მწარმოებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებები და საბრძოლო მასალა უკრაინაში აღმოჩნდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ეკონომიკური საკითხების სახელმწიფო სამდივნოში აცხადებენ, რომ პოლონური კომპანიის ექსპორტი აიკრძალება, რადგან „უკრაინაში გადამისამართების რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი“.

შვეიცარიის კანონმდებლობა კრძალავს შვეიცარიის საკუთრებაში არსებული, ან შვეიცარიული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპორტს კონფლიქტურ ქვეყნებში.