უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება დასრულდეს კაცობრიობისთვის საფასურის გარეშე, თუ ნატო შეწყვეტს ომის გაღვივებას. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„თუ ნატოს ბლოკი რეალურ ნიადაგზე დადგება, თუ ისინი შეწყვეტენ ომის გაღვივებას უკრაინაში, ეს კონფლიქტი შეიძლება დასრულდეს კაცობრიობისთვის ყოველგვარი ხარჯების გარეშე, ყოველ შემთხვევაში, ახალი ხარჯების გარეშე“, – თქვა მან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე კომენტარის გაკეთებისას
ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს ბირთვული იარაღის გამოყენება, ეს არის „უკიდურესი ვარიანტი“ და დაეფუძნება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებებს.
„გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, იღებს უმაღლესი მთავარსარდალი, ანუ ქვეყნის პრეზიდენტი. რისკები მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს რისკები შეუქცევადია“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.