მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ფიცი დადეს – შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. ვიდეო

მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

მანამდე კი პარლამენტმა დეპუტატთა ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო.

ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა.