ნატოს გენერალური მდივანი თურქეთში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მარკ რუტე რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რუტე ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკვე შეხვდა. აგრეთვე დაგეგმილია ნატოს გენმდივნის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაკან ფიდანთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან იაშარ გიულერთან.

ვიზიტის ფარგლებში რუტე თურქეთის სამხედრო მრეწველობის მუშაობას გაეცნობა, აგრეთვე თურქეთის აეროკოსმოსურ კომპანიას ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს არის რუტეს პირველი ვიზიტი თურქეთში ნატოს გენმდივნის რანგში მას შემდეგ, რაც მან ეს თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა.