შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას ორი გზა აქვს, ერთი – მანდატებზე თქვან უარი და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი, მეორე – არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი

ოპოზიციას ორი გზა აქვს. ერთი – მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი, ან მეორე – არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

„ისინი არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არ იციან, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა ადამიანი. ამას დავინახავთ, საბოლოო ჯამში. მე ვთქვი, რომ მათ თავადვე დაიტოვეს ორი გზა. ისინი მოქმედებენ უცხოეთიდან დაკვეთით. იმიტომაც არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს. მათ რეალურად აქვთ ორი გზა. ერთი – მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი, ან მეორე – არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას, დაინგრნენ, თუ დამცირდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.