ქართულ საზოგადოებას მმართველი გუნდი საქართველოს მომდევნო პრეზიდენტის კანდიდატურას მალე წარუდგენს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა, ვახტანგ ჩოჩიამ.
მისი თქმით, თეორიულად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტობის 10 კანდიდატი, თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდი მხოლოდ ერთ კანდიდატს დაასახელებს.
„საპრეზიდენტო არჩევნები გვექნება არაპირდაპირი წესით. პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, სამასი ხმოსანი მისცემს ხმას. ყოველ 30-ე კაცს ექნება ერთი კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა, შესაბამისად თეორიულად შესაძლოა 10 კანდიდატი ვიხილოთ, თუმცა მმართველი გუნდი პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს წარადგენს“, – აღნიშნა ჩოჩიამ.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს. პრეზიდენტის არჩევის თარიღი მიმდინარე კვირას დასახელდება.