გაერთიანებულმა სამეფომ ცოტა ხნის წინ, უკრაინას Storm Shadow-ს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების ახალი პარტია გადასცა. ამის შესახებ Bloomberg წერს და აღნიშნავს, რომ რაკეტების გადაცემა საიდუმლო ვითარებაში მოხდა.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, საუბარია Storm Shadow-ს „ათობით ფრთოსან რაკეტაზე“.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზუსტად რა რაოდენობით რაკეტები გაიგზავნა უკრაინაში, უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე არ სახელდება.
ეს პირველი შემთხვევაა, რაც დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პირობებში, უკრაინისთვის Storm Shadow-ს გადაცემის შესახებ გახდა ცნობილი.
„იარაღის მიწოდება, რის შესახებაც საჯაროდ არ გამოცხადებულა, რამდენიმე კვირის შედგა მას შემდეგ, რაც კიევს მის ხელთ არსებული შორი მანძილის რაკეტების მარაგი ამოეწურა“, – ამბობს წყარო გამოცემასთან.