იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „იტალია არ გაგზავნის ერთ ჯარისკაცსაც კი უკრაინაში“

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, იტალია უკრაინაში საბრძოლველად თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის. ამის შესახებ მან G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. მის განცხადებას სააგენტო ANSA ციტირებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ტაიანიმ თქვა, რომ „იტალია არ გაგზავნის ერთ ჯარისკაცსაც კი უკრაინაში“.

„ჩვენ ვეხმარებით კიევს პოლიტიკურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისითაც, მაგრამ ჩვენს ჯარისკაცებს საბრძოლველად არ გავგზავნით“, – განაცხადა ტაიანიმ და დასძინა, რომ „რუსეთი იღებს სერიოზულ პასუხისმგებლობას ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვით.“

„ჩვენ უნდა ავიცილოთ ესკალაცია“, – აცხადებს ტაიანი.