რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი სამმაგდება

რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი დეკემბერში სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში წერია.

კერძოდ, შიდა ბაზარზე ფასების ზრდის ფონზე საექსპორტო გადასახადი ნოემბრის 2,891.1 რუბლიდან (27,9 დოლარიდან) დეკემბერში 9,195.8 რუბლამდე (88,7 დოლარამდე) იზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისიდან ნოემბრამდე რუსულ ზეთზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა.

დეკემბრის განაკვეთი 954,7 დოლარის ოდენობის საორიენტაციო ფასით გამოითვალა, რაც, დაახლოებით, გასული წლის მაისის შესაბამისია, მაშინ, როცა ნოემბრის საორიენტაციო ფასი 897 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მზესუმზირის შროტს, საექსპორტო გადასახადი, ასევე, ნოემბრის 3,422.4 რუბლიდან (33 დოლარიდან) დეკემბერში 3,788.4 რუბლამდე (36.5 დოლარამდე) იზრდება.