სერგეი ნარიშკინი: რუსეთს მომავალი წლების განმავლობაში უკრაინის გარშემო მყარი მშვიდობა სჭირდება

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, რუსეთს სურს უკრაინის გარშემო ხანგრძლივი მშვიდობა დაამყაროს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი

როგორც ნარიშკინმა აღნიშნა, მშვიდობის უზრუნველყოფის პირობაა იმ მიზეზების აღმოფხვრა, რამაც თავად უკრაინის კონფლიქტი გამოიწვია.

„ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა მრავალი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ნარიშკინმა და დასძინა, რომ „მშვიდობა უნდა იყოს მთელი ევროპის კონტინენტზე“.

ნარიშკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი კატეგორიულად უარყოფს უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის ნებისმიერ ვარიანტს.

„მშვიდობის უზრუნველყოფის პირობაა იმ მიზეზების აღმოფხვრა, რამაც თავად უკრაინის კონფლიქტი გამოიწვია“, – აცხადებს ნარიშკინი.