თეთრი სახლი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის ნებართვას ოფიციალურად ადასტურებს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით საჰაერო იერიშის ნებართვა მიიღო.

თეთრი სახლი

კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა „ფაქტობრივად შეცვალა მითითებები“ ATACMS-ის რაკეტების გამოყენების შესახებ და ახლა უკრაინელებს „შეუძლიათ მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეების დასარტყმელად“.

„ახლა მათ შეუძლიათ გამოიყენონ ATACMS-ი თავდაცვისთვის“, – აცხადებს კირბი.

როგორც კირბიმ აღნიშნა, ის იტოვებს უფლებას უკრაინულმა მხარემ თქვას როგორ იყენებენ ATACMS-ებს, როგორ განსაზღვრავენ მიზნებს, რისთვის იყენებენ და რამდენად კარგად აკეთებენ ამას.

როგორც უკრაინული მედია წერს, კირბის განცხადება გახდა პირველი ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე კონკრეტულ სამიზნეებზე ამერიკული შორი დისტანციის იარაღი გამოიყენოს.