„ახლოსაა მომენტი, როდესაც არ იარსებებს ალტერნატივა გარდა იმისა, რომ აშშ და NATO კონფლიქტის სრულფასოვან მონაწილედ ვაღიაროთ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ახლოსაა მომენტი, როდესაც სხვა ვარიანტი არ იქნება გარდა იმისა, რომ აშშ და NATO კონფლიქტის სრულფასოვან მონაწილედ ვაღიაროთ“, – განაცხადა მან RT-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, დასავლეთი იმყოფება „სახიფათო ილუზიაში, რომ თითქოს, შეუძლიათ სტრატეგიული გამარჯვება მოეპოვონ რუსეთზე.
„ბირთვული ძალის დამარცხება შეუძლებელია“, – ამბობს რიაბკოვი.