თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბითლისთან მიწისძვრა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბიძგები თურქეთის დროით დილის 05:50 საათზე დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის ან დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.