დათმობს თუ არა რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს – არჩევნებიდან ერთი თვე გავიდა თუმცა 61 დეპუტატიდან მანდატის გაუქმებაზე პარლამენტს მხოლოდ რამდენიმემ მიმართა.
მმართველი პარტია ოპოზიციისგან ოფიციალური წერილით მიმართვას ელოდება, თუმცა, უმრავლესობის განცხადებით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რადიკალების პარლამენტში ყოფნა ან არყოფნა ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს ცვლის.
მე-11 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის შესვლის საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში ისაუბრა. მისი განცხადებით, იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი.