პოლიტიკოსი და დიპლომატი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას თაობაზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც ბარამიძე აღნიშნავს, შთამომავლობით, ჯიშ-მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია და სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და საკუთარი ქვეყნის დაბეზღება, პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ – პროვოკატორთა სარფიან საქმედ არის ქცეული.
„ისტორია მეორდება…
შთამომავლობით, ჯიშ- მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია…
შენი სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და შენივე ქვეყნის დაბეზღება(ადრე: ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ჰყავთ… ახლა: არჩევნები გაყალბდა..), პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ ქცეულა !!!
დიახ, ისტორია მეორდება, მაგრამ მეორდება თავისი მკაცრი გარდაუვალობით…
მოღალატე, მოღალატედ რჩება, ხოლო საქართველო კი მარადჟამს გამარჯვებული!“, – წერს გიგლა ბარამიძე.