„კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს?“ – მასკი გამოეხმაურა ბაიდენის ადმინისტრაციის მოწოდებას, უკრაინამ საბრძოლო ასაკი 18 წლამდე შეამციროს

ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა გააკრიტიკა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი 18 წლის უკრაინელების მობილიზებასთან დაკავშირებით კიევზე ზეწოლას ახორციელებს.

ილონ მასკი

მასკმა, რომელიც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა, შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

„კიდევ რამდენი [ადამიანი] უნდა დაიღუპოს?“, – წერს მასკი.