ლევან ალაფიშვილი – თუკი მმართველი პარტია და მისი საპატიო თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მათი დანიშნული პრეზიდენტი მიიღებს დემოკრატიული სამყაროს საერთაშორისო აღიარებას და მილოცვებს, ვფიქრობ ცდებიან

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი მმართველი პარტია და მისი საპატიო თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მათი დანიშნული პრეზიდენტი მიიღებს დემოკრატიული სამყაროს საერთაშორისო აღიარებას და მილოცვებს, ვფიქრობ ცდებიან

– ბატონო ლევან, არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის ნორმების ორმაგ ინტერპრეტაციას ვადევნებთ თვალს და ამ თემაზე სამსჯელოდ დაგიკავშირდით. მაგრამ, რადგან უკვე ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შემდეგ პრეზიდენტად დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა, ამ თემას გვერდს ვერ აუვლით.

ვხედავთ, რომ „ქართული ლიდერის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებით თავად „ოცნების მხარდამჭერებიც არ ჩანან კმაყოფილი. თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას?

– კონსტიტუციური რეფორმის შემდეგ საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს პრეზიდენტს არა მოქალაქეები, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესი დემოკრატიული სტანდარტებითა და პოლიტიკურად ნეიტრალურად წარმართულიყო კონსტიტუციის შესაბამისად ფორმირებული ინსტიტუტების წარმომადგენლებისაგან.

პარლამენტის უფლებამოსილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს დაემატა ისიც, რომ მმართველი პარტია ჩქარობს პრეზიდენტის არჩევას, უფრო სწორედ პარტიული პრეზიდენტის დანიშვნას. ამ სიჩქარეში მმართველი პარტია არ დაელოდა საარჩევნო კოლეგიის ფორმირებას და მის შექმნამდე დაასახელა კანდიდატი, რომელსაც დანიშნავს პრეზიდენტად.

პარლამენტის უფლებამოსილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს დაემატა ისიც, რომ მმართველი პარტია ჩქარობს პრეზიდენტის არჩევას, უფრო სწორედ პარტიული პრეზიდენტის დანიშვნას. ამ სიჩქარეში მმართველი პარტია არ დაელოდა საარჩევნო კოლეგიის ფორმირებას და მის შექმნამდე დაასახელა კანდიდატი, რომელსაც დანიშნავს პრეზიდენტად

საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს ცესკომ და ამის შემდგომ იძენს ის 300 ადამიანი საარჩევნო კოლეგიის წევრის სტატუსს.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია 30 დეპუტატზე მეტის მანდატს ფლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე არიან საარჩევნო კოლეგიის წევრის სტატუსის თუ მანდატის მატარებელნი. ამასთან, საარჩევნო კოდექსით ცესკო საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა და პარტიებს მუნიციპალური საკრებულოებში მათი პროპორციული სიით არჩეული საკრებულოს წევრებისგან შერჩეული საარჩევნო კოლეგიის წევრების წარდგენისთვის არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღიანი ვადა აქვთ. პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა. მოკლედ, ხელისუფლების უმაღლესი ინსტიტუტების ლეგიტიმაცია, დემოკრატიის სტანდარტების უგულებელყოფა სახელმწიფოს პრობლემად იქცა.

– რადგან მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის კახი კალაძის პროტეჟედ ითვლება, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა, სწორედ კახი კალაძის ინიციატივა იყოს?

– არ მგონია, რომ ასე ყოფილიყო საქმე. თბილისის მერის პოლიტიკური ამბიციები საზოგადოებისთვის დაფარული არ არის, ჰქონდა პრემიერობის ამბიცია, ბოლოს კი პრეზიდენტობაზეც საუბრობდა მისი გარემოცვა,

მითუმეტეს რომ დედაქალაქის მერის უფლებამოსილება მომავალ წელს ეწურება. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა კალაძისთვისაც სიურპრიზი იქნებოდა, ეს მის ამბიციების დაოკების მორიგი აქტიც მგონია.

დედაქალაქის მერის უფლებამოსილება მომავალ წელს ეწურება. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა კალაძისთვისაც სიურპრიზი იქნებოდა, ეს მის ამბიციების დაოკების მორიგი აქტიც მგონია

– არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის ნორმების ორმაგ ინტერპრეტაციას ვადევნებთ თვალს. კონსტიტუციონალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მე-11 მოწვევის პირველი სხდომის გახსნა არაკონსტიტუციური იყო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია. თქვენთვის თუა მე-11 მოწვების სხდომა და სხდომის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები კონსტიტუციური?

– აქ ადგილი აქვს კანონის ნორმების არაკეთილსინდისიერ, პოლიტიკურად მოტივირებულ განმარტება-გამოყენებასთან, რაც კონსტიტუციას არ შეესაბამება. მმართველი პარტიის წევრები მიუთითებენ კონსტიტუციის 38-ე მუხლზე და იქ მოხსენიებულ ტერმინზე „პირველი სხდომა იმართება“. თუმცა ამ ტერმინის სამართლებრივ შინაარსს განმარტავს პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც კანონია. რეგლამენტი პირველ სხდომას 2 ნაწილად ყოფს: შეკრება და უფლებამოსილების შეძენა. 26 ნოემბრის დღის ბოლომდე პარლამენტი უნდა შეკრებილიყო, ეს სწორია, თუმცა უფლებამოსილების შეძენის გადაწყვეტილების მიღება კანონდარღვევით, ანტიკონსტიტუციურად მოხდა რადგან იგივე რეგლამენტი კრძალავს გადაწყვეტილების მიღებას იმ დეპუტატების უფლებამოსილების ცნობაზე, რომელთა არჩევის კონსტიტუციურობა თუ კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

უფლებამოსილების შეძენის გადაწყვეტილების მიღება კანონდარღვევით, ანტიკონსტიტუციურად მოხდა რადგან იგივე რეგლამენტი კრძალავს გადაწყვეტილების მიღებას იმ დეპუტატების უფლებამოსილების ცნობაზე, რომელთა არჩევის კონსტიტუციურობა თუ კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში

ჩვენ შემთხვევაში კი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის და 33 დეპუტატის სარჩელები არის წარდგენილი რომლებითაც 150 დეპუტატის არჩევის, არჩევნების კონსტიტუციურობა არის სადავოდ გამხდარი. რეგლამენტი ამბობს რომ დაუშვებელია საბოლოო გადაწყვეტილებამდე დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობა. კონსტიტუციისა და რეგლამენტის ამ ჩარჩოს მიზანი სწორედ ის არის, რომ არ დარჩეს შეუმოწმებელი კითხვები არჩევნების კონსტიტუციურობასთან და პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

თუ პარლამენტი არ აკრძალვას არ ელოდება, ეს ნიშნავს, რომ კანონიერების პრინციპი და საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სტატუსი უგულებელყოფილია. რომ დავუშვათ და საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო 26 ოქტომბრის არჩევნები, რა მოხდება ან როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო?

თუ პარლამენტი არ აკრძალვას არ ელოდება, ეს ნიშნავს, რომ კანონიერების პრინციპი და საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სტატუსი უგულებელყოფილია

როგორ უნდა ჩატარდეს პარლამენტის ხელახალი არჩევნები, როცა უფლებამოსილება ცნობილი პარლამენტის დათხოვნის მექანიზმი არ არსებობს?

სახეზე იქნება ანტიკონსტიტუციურად ცნობილი არჩევნების შედეგად ფუნქციონირებადი არალეგიტიმური პარლამენტი და მისი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები თუ კანონი. სახელმწიფო კონსტიტუციის და კანონიერების მიღმა გადის, რაც დაუშვებელია.

ამის გარდა, საყურადღებოა რომ მმართველი პარტია არ დაელოდა თავისივე პროკურატურაში მიმდინარე არჩევნების გაყალბების გამოძიებას. ხვალ როგორ უნდა დავიჯეროთ რომ გამოძიება ობიექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება და ასევე დასრულდება.

– პროცესები თუ იმ მიმართულებით განვითარდა, რა ტრაექტორიაც ახლა მას აქვს აღებული, ამან სანამდე შეიძლება მიიყვანოს საშინაო პოლიტიკაში პროცესი?

– საკამათო პარლამენტის არჩევნები, საკამათო უფლებამოსილებაც ცნობილი პარლამენტი, ამ საკამათო პარლამენტის მიერ ფორმირებული მთავრობა და დანიშნული პრეზიდენტი – დიდი ხნის განმავლობაში სახეზე გვექნება ხელისუფლების, ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის ლეგიტიმაციის კრიზისი, რასაც შედეგები თუ გაგრძელება ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ურთიერთობებშიც ექნება.

მმართველი პარტიის პარლამენტისთვის არჩევნებში წარმატება დემოკრატიულ თანამეგობრობას არ მიულოცია, არ უღიარებია. თუკი მმართველი პარტია და მისი საპატიო თავმჯდომარე ფიქრობს რომ მათი დანიშნული პრეზიდენტი მიიღებს დემოკრატიული სამყაროს საერთაშორისო აღიარებას და მილოცვებს, ვფიქრობ ცდებიან.

თუკი მმართველი პარტია და მისი საპატიო თავმჯდომარე ფიქრობს რომ მათი დანიშნული პრეზიდენტი მიიღებს დემოკრატიული სამყაროს საერთაშორისო აღიარებას და მილოცვებს, ვფიქრობ ცდებიან

– ოპოზიციური პარტიებმა, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. ნაწილმა უკვე მოითხოვა სიების „ჩახსნა“, თუმცა, მანდატების გაუქმებაზე საბოლოოო გადაწყვეტილება, პარლამენტმა უნდა მიიღოს. თქვენი ვარაუდით, უმოკლეს დღეებში, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

– მანდატების გაუქმება ანუ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძველი არსებობს, დეპუტატის პირადი განცხადება არ არის ერთადერთი საფუძველი. ყველა შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტის უმრავლესობამ. 61 ოპოზიციონერის მანდატის შეწყვეტა-არ შეწყვეტის გადაწყვეტა მმართველი პარტიის და იმ 89 წარმომადგენლის ხელშია, რომელთა უფლებამოსილება, ლეგიტიმურობა საკამათოა. სავარაუდოა, რომ რა საფუძველიც არ უნდა არსებობდეს მმართველი პარტია არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას ოპოზიციონერებს და ამით შეეცდება დაიტოვოს უსუსური არგუმენტი იმის სამტკიცებლად რომ პარლამენტი მრავალპარტიულია.

61 ოპოზიციონერის მანდატის შეწყვეტა-არ შეწყვეტის გადაწყვეტა მმართველი პარტიის და იმ 89 წარმომადგენლის ხელშია, რომელთა უფლებამოსილება, ლეგიტიმურობა საკამათოა

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია სწორედ ასე მოექცა რამდენიმე დეპუტატს 2020 წლის მოწვევის პარლამენტში, შემდეგ ხოშტარიამ, ჯაფარიძემ და კორძაიამ მათი უფლებამოსილების არ შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ეს საქმე თაროზე შემოდო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროცესების განვითარება ოპოზიციის წარმომადგენლებზე და მათ ქმედებებზე კი არა, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი