ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადაწევის შესახებ.
როგორც გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ირაკლი კობახიძემ ღიად და ცალსახად თქვა უარი ევროკავშირსა და ნატოზე.
“ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი.
საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე.
P.S. 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია”, – წერს გვარამია.