საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა, თამაში დამთავრდა – საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს, მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა. თამაში დამთავრდა – საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს.
წინადადებით გამოვალ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) არ მოხდეს საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების აღიარება. მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს”, – წერს გონჩარენკო.