კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ხოლო ვინც მათ დავალებებს ასრულებს დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.
„მათ {უკრაინის ხელისუფლება} არ გაუმართავთ არჩევნები. უკრაინას დღეს სრულად არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს. სამართლებრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე, მათ უფლება არ აქვთ შეიარაღებულ ძალებს ბრძანება მისცენ. ვინც მათ ბრძანებებს ასრულებენ, დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან“, – აცხადებს პუტინი.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის თებერვალში შემოიღეს, რომელიც რამდენჯერმე გაგრძელდა.
2023 წლის ოქტომბერსა და 2024 წლის მარტში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არ შედგა.
The Economist-ი იტყობინება, რომ უკრაინაში არჩევნებისთვის გარკვეული მზადება დაიწყო. გამოცემის ინფორმაციით, არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 25 მაისს გაიმართოს.