ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო – პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა

ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.