რიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 444 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, – წერს “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ში.

რიკარდ იოზვიაკი

“ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იმავეს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. ის ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის”, – წერს იოზვიაკი.