The Wall Street Journal: ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ გამოიყენოს მილიარდობით დოლარი, რომელიც კანონმდებლებმა დაამტკიცეს უკრაინის შეიარაღებისთვის

ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ გამოიყენოს მილიარდობით დოლარი, რომელიც კანონმდებლებმა დაამტკიცეს უკრაინის შეიარაღებისთვის, – წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

სტატიაში აღნიშნულია, რომ 20 იანვრის შემდეგ, დონალდ ტრამპის გუნდი გადაწყვეტს როგორ განკარგოს დარჩენილი ფული.

როგორც The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ დარჩა 6.5 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც თავდაცვის დეპარტამენტს საშუალებას აძლევს უკრაინას იარაღი და აღჭურვილობა გადასცეს საკუთარი მარაგებიდან.

თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პენტაგონმა მიაღწია იარაღის ლიმიტს, რომელიც შეუძლია ყოველთვიურად გააგზავნოს უკრაინაში.

ამავდროულად, ტრამპის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ განკარგოს დარჩენილი ფული, შედეგები ექნება ბრძოლის ველზე და განსაზღვრავს, თუ რამდენად დიდი გავლენა ექნება კიევს რუსეთთან პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.