„ვაშინგტონი არ აპირებს კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას“ – მედვედევის განცხადებას თეთრ სახლში გამოეხმაურნენ

კიევისთვის ბირთვული იარაღის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებას თეთრ სახლში გამოეხმაურნენ.

თეთრი სახლი

„ვაშინგტონი არ აპირებს კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას,“ – განუცხადეს Newsweek-ს თეთრ სახლში.

დმიტრი მედვედევმა 26 ნოემბერს ტელეგრამზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის შესაძლო გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას გაუტოლდება.

„ასეთი იარაღის ფაქტობრივი გადაცემა ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის ტოლფასი იქნება“, – აღნიშნა მედვედევმა.

დიმიტრი მედვედევი ნატო-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესაძლებლობაზე — კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, გამორიცხული არაფერია, რადგან ნატო-ს წევრი ქვეყნები, ფაქტობრივად, სრულად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში