ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი, საბა ინწკირ­ვე­ლი: “როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს”

ჩვენ სამ­შობ­ლოს სხვა გზა არ ქო­ნია, არ აქვს და არ ექ­ნე­ბა, ეს არის ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მიერ არ­ჩე­უ­ლი გზა, რომ­ლი­დან გა­დახ­ვე­ვა არა­ფერს სა­სი­კე­თოს არ მოგ­ვი­ტანს – მე რო­გორც მღვდელმთა­ვა­რი და ამ ქვეყ­ნის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, თავს მო­ვა­ლედ მი­ვიჩ­ნევ აღ­ვი­მაღ­ლო ხმა და ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო იმ­სა­ხუ­რებს ნა­თელ, ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, – ამის შე­სა­ხებ ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი, საბა ინწკირ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს" - მეუფე საბა

  • ამას­თან, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, ის ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას ემიჯ­ნე­ბა.

“ჯერ კი­დევ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ილია მარ­თა­ლი წერ­და „ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა!” ეს სი­ტყვე­ბი კი, იმ უწ­მინ­დეს ან­დერძს წარ­მო­ად­გენს რომ­ლის დაც­ვა­საც თა­ო­ბე­ბი შე­ე­წი­რა!

ჩვენ სამ­შობ­ლოს სხვა გზა არ ქო­ნია, არ აქვს და არ ექ­ნე­ბა, ეს არის ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მიერ არ­ჩე­უ­ლი გზა, რომ­ლი­დან გა­დახ­ვე­ვა არა­ფერს სა­სი­კე­თოს არ მოგ­ვი­ტანს. ჩვენ ვართ ნა­წი­ლი ამ უდი­დე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა და კულ­ტუ­რის, ჩვენ ვართ აღ­მო­სავ­ლეთ­ში ევ­რო­პის ნამ­დვი­ლი კა­რიბ­ჭე და ჩვენ, არა­თუ მის გა­რეთ დგო­მა, არა­მედ მას­ში ყოფ­ნა და მის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად მყო­ფო­ბა გვე­ვა­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს რომ ამას ამ­ყა­რებს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს კონ­სტი­ტუ­ცია და მისი წყა­რო ქარ­თვე­ლი ხალ­ხი!

ჩე­მის მხრივ ვე­მიჯ­ნე­ბი ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას ყვე­ლა მხრი­დან, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვის­გან მო­დის იგი, ძა­ლა­დო­ბა იმ­სა­ხუ­რებს დაგ­მო­ბას!

მე, რო­გორც მღვდელმთა­ვა­რი და ამ ქვეყ­ნის რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე თავს მო­ვა­ლედ მი­ვიჩ­ნევ აღ­ვი­მაღ­ლო ხმა და ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო იმ­სა­ხუ­რებს ნა­თელ, ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, რო­მე­ლიც უპირ­ვე­ლე­სად გა­დის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვა­ზე და რომ­ლის თა­ნახ­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცია!“ – წერს მე­უ­ფე საბა „ფე­ის­ბუქ­ზე“.