რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები დაშავდნენ.
როგორც კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელის მოტეხილობა აღენიშნება.
ასევე პრესსამსახურის ინფორმაციით, კოალიციის წევრს ვანო წერეთელს სპეცრაზმელები „ოფისამდე მიჰყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს“. დაშავებულია ანა ჭარხალაშვილიც, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული.
გარდა ამისა, მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, დაშავდა ოცზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი.