უსცენო, უმუსიკო, უსადღეგრძელო – ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც კი აქამდე ხალხისგან მოხვედრია რუსულ რეჟიმს! – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ყველაფრის მიუხედავად.
„უსცენო, უმუსიკო, უსადღეგრძელო. მხოლოდ პატრიოტიზმი, გამბედაობა და მიზანმიმართულება. ყველანი ერთად, ყველაფრის მიუხედავად. ამიტომაც ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც კი აქამდე ხალხისგან მოხვედრია რუსულ რეჟიმს! დიდება თავისუფლებას“,- წერს გვარამია.