ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილის დაბომბა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაუღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაბომბვის გარდა ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ტანკების გამოყენებითაც აწარმოებდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორში ესკალაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელსა და ლიბანში მოქმედ დაჯგუფება “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ამოქმედდა. ამ ამბავს ღაზაში მცხოვრები ადამიანები დააიმედა, რომ, შესაძლოა, მალე ანალოგიური შეთანხმება ისრაელსა და “ჰამასს” შორის გაფორმდეს.
“იმედი მაქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა აქაც ამოქმედდება, როგორც ლიბანში. უბრალოდ მინდა ავიყვანო ბავშვები და ჩემს მიწაზე, ჩემს სახლში დავბრუნდე, ვნახო, თუ რა ჩაიდინეს მათ. მე უსაფრთხოდ ცხოვრება მინდა”, – ციტირებ Reuters-ი ღაზის მაცხოვრებელს, რომელიც ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო კამპანიის გამო ლტოლვილად იქცა.