რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებულია 7 სამართალდამცველი. აქედან ერთი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
სამართალდამცველების გარდა დაშავებულები არიან აქციის მონაწილეებიც და „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. პოლიციამ ისინი ავტომობილებით შესაბამის განყოფილებებში გადაიყვანა.
საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა.