აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს. ჩვენ ყველა მათგანის გვერდით ვდგავართ, ვინც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, – წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.